ფეხბურთი

11:28 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარიმ ფინალის გზა იწინასწარმეტყველა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ფელიპე სკოლარიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალისკენ მიმავალი გზა დაგეგმა. მუნდიალის მასპინძლები ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიასთან, მექსიკასთან და კამერუნთან ერთად მოხვდნენ. A ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები მერვედფინალში B ჯგუფიდან (ესპანეთი, ჰოლანდია, ჩილე, ავსტრალია) გასულს შეხვდება.

“სამწვრთნელო შტაბთან საუბრის შემდეგ, ვფიქრობ, მერვედფინალში ჰოლანდიასთან მოგვიწევს დაპირისპირება. მეოთხედფინალში - იტალიასთან ან ურუგვაისთან. უფრო რეალური იტალიასთან შეხვედრა მგონია. ნახევარფინალში ალბათ გერმანია ვეთამაშებით, ხოლო ფინალში – არგენტინას” – ციტირებს Sambafoot სკოლარის სიტყვებს.

0.114875