ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ.
სამშობლოში გასამართი მუნდიალისთვის თვალის დევნება გულშემატკივრის რანგში მოუწევთ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან კაკა, რობინიო, რონალდინიო, ლუკას მოურა, მირანდა, ფილიპე ლუისი, ლუკას ლეივა, კოუტინიო, რაფაელი და რაფინია.
სკოლარის რჩეულ ფეხბურთელთა ჩამონათვალი ასეთია:
მეკარეები: ჯეფერსონი, ვიქტორი, ჟულიო სეზარი;
მცველები: დანტე, დავიდ ლუისი, ტიაგო სილვა, ენრიკე, დანი ალვესი, მაიკონი, მარსელო, მაქსველი;
ნახევარმცველები: რამირესი, ფერნანდინიო, ერნანესი, პაულინიო, ვილიანი, ლუის გუსტავო, ოსკარი, ბერნარდი;
თავდამსხმელები: ჰალკი, ფრედი, ნეიმარი, ჟო.