ფეხბურთი

12:04 | 17.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარი ჰონდურასის განადგურებას არ ელოდა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ჰონდურასთან ამხანაგური მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამანადგურებელი ანგარიშით გამარჯვებას არ ელოდა. თამაში მაიამიში (აშშ) ჩატარდა და ბრაზილიელებმა 5:0 მოიგეს.

“ჰონდურასს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს და დიდ პატივს ვცემ. ამხელა უპირატესობით მოგებას არ ველოდი. რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. ჩვენ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას განვაგრძობთ” – განაცხადა სკოლარიმ. 

 

0.119348