ფეხბურთი

15:34 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარი: “დიეგო კოსტას მუნდიალის გარანტიას ვერ მივცემ”

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ განაცხადა, რომ მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელ დიეგო კოსტას მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრის გარანტიას ვერ მისცემს.

“მე არასოდეს მითქვამს, რომ დიეგო კოსტა მუნდიალზე აუცილებლად ითამაშებს. იგი იმ 45-კაციან სიაში გვყავს შეყვანილი, რომლიდანაც განაცხადს დავაკომპლექტებთ. გარანტირებული კი ამ ეტაპზე არავის არაფერი აქვს” – უთხრა სკოლარიმ ერთ-ერთ სამხრეთამერიკულ გამოცემას.

შეგახსენებთ, დიეგო კოსტამ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და “ფურია როხას” მაისურის მოსარგებადაც მზადაა, მაგრამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასა და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას შორის თავდამსხმელთან დაკავშირებით დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. ამასთან, ბრაზილიელებმა საკითხის სამართლიანად გადაწყვეტის თხოვნით ფიფას მიმართეს.

0.111638