ფეხბურთი

10:44 | 1.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარი: “ბრაზილიის თამაშმა მოლოდინს გადააჭარბა”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ, ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ (3:0), თავისი გუნდისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“ესპანეთი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონია, რომელმაც ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ჩვეული ფეხბურთი ეჩვენებინათ, მაგრამ გამოგიტყდებით, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. კარგია, რომ კიდევ ერთი ტიტული მოვიგე ბრაზილიის ნაკრებთან ერთად. ტურნირის დასრულების შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ. გუნდში ასეთი ატმოსფერო მუნდიალის დაწყებამდე უნდა შენარჩუნდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენი შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. ცხადია, მსოფლიოს ჩემპიონატზე კონკურენცია კიდევ უფრო დიდი იქნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ”, - ციტირებს სკოლარის სიტყვებს Globo.

 

0.112316