ფეხბურთი

14:00 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარი: “ბიჭები 95 პროცენტით არიან მზად”

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ფელიპე სკოლარი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გუნდის მზადყოფნას დადებითად აფასებს. სპეციალისტმა ერთ-ერთ ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში ვინ იცის, უკვე მერამდენედ გაიმეორა, რომ მუნდიალის გამარჯვებით დაწყება ბრაზილიის ნაკრების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

“ჩემი ფეხბურთელები სასტარტო მატჩისთვის 95 პროცენტით არიან მზად. ახლა მხოლოდ ხორვატიასთან შეხვედრაზე ვფიქრობთ. ძლიერი მეტოქე გვეყოლება და მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ” – ციტირებს სკოლარის სიტყვებს ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციეს პრეს-სამსახური.

შეგახსენებთ, მუნდიალის მასპინძლები ჯგუფში ხორვატიასთან, მექსიკასთან და კამერუნთან ერთად მოხვდნენ. პირველ თამაშს კი ხორვატებთან 12 ივნისს ჩაატარებენ.

0.135827