რუსეთის პირველი დივიზიონის მე-10 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” საკუთარ მოედანზე ორენბურგის “გაზოვიკს” 2:0 აჯობა და მასპინძელთა გამარჯვებას სათავე გოგიტა გოგუამ დაუდო.
ქართველმა ნახევარმცველმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და 44-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან ბურთი მიწაზე დაუშვებლად მეტოქის კარში გადაგზავნა. მანამდე, 32-ე წუთზე ანგარიში გორის “დილას” ბრაზილიელმა ექსფორვარდმა ნათან ჟუნიორმა გახსნა, რომელმაც ორენბურგელებს დაახლოებით 25 მეტრიდან გაუტანა. გოგუა 77-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ჟუნიორმა სრულად ითამაშა. გიორგი ნავალოვსკი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში გოგუამ მეორე გოლი მიითვალა.
ზურაბ არზიანი “გაზოვიკის” სასტარტოში დააყენეს და მე-17 წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 73-ეზე შეცვალეს.
ამ გაამრჯვების შემდეგ, “სკა-ენერგიას” 16 ქულა აქვს და 19 გუნდში მე-5 ადგილზეა. “გაზოვიკი” 14 ქულით მეშვიდეა.