ფეხბურთი

12:54 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

"სკა-ენერგიამ" 8 ფეხბურთელი დაარეგისტრირა

რუსეთის პირველ დივიზიონში 2 ტური უკვე ჩატარდა და "სკა-ენერგია" 18 კაცს ვერ აგროვებდა, რადგან ახალწვეულების დარეგისტრირება აკრძალული ჰქონდა. სწორედ ამიტომ გამოტოვეს ეს ტურები გოგიტა გოგუამ, ლეონარდო რამოსმა და ნათან ჟუნიორმა. ამჯერად კი, რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადავო პალატამ ხაბაროვსკის კლუბს ნება დართო.

შეხსენებისთვის, ვალდას ივანაუსკასის გუნდში ირიცხება გიორგი ნავალოვსკიც, რომელიც ახალწვეული არ გახლავთ და განვლილ 2 ტურში ითამაშა კიდეც.


0.23993