ფეხბურთი

2:27 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიტისთვის” დათარსული 90-ე წუთი და სენსაცია ლონდონში

ჩემპიონთა ლიგაზე, ოთხშაბათის ცენტრალური თამაში მიუნხენში გაიმართა, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და ინგლისის ჩემპიონები, “ბაიერნი” და “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდნენ.

“ალიანც არენაზე” გამართულ მატჩში, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში, “ბაიერნმა” არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ მიუნხენელებმა გოლის გატანა მხოლოდ 90-ე წუთზე მოახერხეს. რამდენიმე სახიფათო იერიში სტუმრებმაც განახორციელეს, მაგრამ ნოიერის კარში გოლი არ გასულა.

შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი ჯერომ ბოატენგია. გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა, ძირითადი დროის ბოლო წუთზე, საჯარიმოს წინა ხაზიდან დაარტყა და მას გოლის გატანაში რიკოშეტიც დაეხმარა. ამ დარტყმის შემდეგ, “ბაიერნს” ევროტურნირებზე 800 გოლი დაუგროვდა. უკეთესი შედეგი მხოლოდ “რეალსა” (1000) და “ბარსელონას” (981) აქვთ.

ბოატენგის გოლი იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ “ბაიერნმა”, როგორც იქნა, ნავსი გატეხა. მიუნხენური გუნდის ფეხბურთელების მიერ ჩემპიონთა ლიგაზე კარის მიმართულებით ბოლო 58 დარტყმიდან საგოლე არცერთი იყო.

საინტერესოა, რომ “სიტიმ” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 თამაშში გოლი 90-ე წუთზე გაუშვა და პელეგრინის შეგირდები სამივე ამ შეხვედრაში დამარცხდნენ. “ბაიერნს” კი, ბოლო დროს, ჩემპიონთა ლიგაზე, გოლები მხოლოდ ინგლისელთა კარში გააქვს. მიუნხენელთა ბოლო 10 გოლი სწორედ ინგლისური გუნდების კარში გავიდა.

ეს იყო ჩემპიონთა ლიგის რიგით მე-14 გათამაშება, რომელიც “ბაიერნმა” მოგებით დაიწყო. ასეთივე შედეგი აქვს “ბარსელონასაც” და  ეს გუნდები ამ მაჩვენებლით ლიდერობენ.

2004-2013 წლებში, ინგლისურ გუნდებს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მხოლოდ 2 წაგება ჰქონდათ. მიმდინარე სეზონის სტარტზე ბრიტანელები უკვე 2-ჯერ დამარცხდნენ. “სიტის” გარდა, უქულოდ “არსენალი” დარჩა, რომელიც სამშაბათს ასევე გერმანულ “დორტმუნდთან” დამარცხდა.

ჯგუფის მე-2 მატჩში, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებულმა “რომამ” მოსკოვის ცსკა არ დაინდო. “ჯალოროსი” რომ მეტოქეს გაანადგურებდა, ეს ცნობილი პირველივე ტაიმში გახდა. თამაშის დაწყებიდან ნახევარ საათში რუდი გარსიას გუნდი 4:0 იგებდა. საბოლოოდ, თამაში 5:1 დასრულდა და “რომამ” ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 5 გოლი ისტორიაში პირველად გაიტანა.

დღის მთავარი მოულოდნელობა “ჩელსის” მიერ “შალკესთან” ქულების დაკარგვაა. ლონდონელებმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყეს, ხოლო “შალკეს” ძალიან ცუდი სტარტი აქვს. ამის მიუხედავად, გელზენკირხენელები ლონდონიდან ქულით დაბრუნდნენ.

“ჩელსის” კარგად თამაშის ერთ_ერთი მიზეზი სესკ ფარებგასია, რომელმაც პრემიერლიგის 4 თამაშში 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. სწორედ ესპანელი ნახევარმცველი იყო “სტემფორდ ბრიჯზე” გამართული თამაშის მთავარი მოქმედი პირი. მე-11 წუთზე, ფაბრეგასმა აზარის გადაცემა გამოიყენა და “ჩელსის” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. 62-ე წუთზე, 27 წლის შუახაზელმა, მოედნის ცენტრთან ახლოს, ბურთი დრაქსლერს ჩააბარა, ხოლო ამ უკანასკნელმა კონტრშეტევა წამოიწყო და ჰუნტელაარს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

იმავე ჯგუფში, “მარიბორმა” და “სპორტინგმა” ქულები გაიყვეს. პორტუგალიელთა მხრიდან ნანიმ გაიტანა, რომელმაც ანგარიში საჯარიმოს გარედან დარტყმით გახსნა. “მარიბორს” ქულა წარსულში ცნობილი სლოვენიელი ფეხბურთელის, ზლატკო ზაჰოვიჩის შვილმა, ლუკა ზაჰოვიჩმა მოუტანა, რომელმაც თავი 92-ე წუთზე გამოიჩინა.

ჯგუფის აუტსაიდერად მიჩნეულ აპოელ-თან მხოლოდ 1:0 მოიგო “ბარსელონამ”. ლუის ენრიკემ გუნდი გადახალისებული შემადგენლობით ათამაშა. შაბათს “ბილბაოსთან” სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელებიდან აპოელთან მატჩის ძირითადში მხოლოდ ლეო მესი და მუნირ ელ ჰადადი მოხვდნენ. სამაგიეროდ, მიმდინარე სეზონში პირველად, მოედანზე პირველივე წუთიდან ვიხილეთ ჩავი ერნანდესი. “ბარსას” კაპიტანმა ჩემპიონთა ლიგაზე 142-ე თამაში ჩაატარა და ის აქამდე რეკორდსმენ რაულს გაუტოლდა.

უინტერესო შეხვედრის ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე გავიდა, როდესაც ლეო მესის ჩაწოდებას პიკემ ზუსტი თავური მოაყოლა. პიკე “ბარსას” ისტორიაში პირველი მცველი გახდა, რომელმაც გოლი ჩემპიონთა ლიგის 5 სხვადასხვა გათამაშებაში გაიტანა.

“ბარსელონამ”, მიმდინარე სეზონის სტარტზე, 4 თამაში მშრალად მოიგო, რაც კატალონიური კლუბის ისტორიაში აქამდე არასდროს მომხდარა.

F ჯგუფის კიდევ ერთმა ფავორიტმა, “პარი სენ ჟერმენმა” ქულები დაკარგა. “აიაქსსა” და პსჟ-ს შორის გამართულ შეხვედრაში, ამსტერდამელებს მეტოქის საჯარიმოში შესვლა უჭირდათ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ჰოლანდიელები მხოლოდ საჯარიმოს გარედან ურტყამდნენ, ხოლო მათი ცენტრფორვარდი, კოლბეინ სიგთორსონი ბურთს მეტოქის საჯარიმოში იმდენჯერ შეეხო, რამდენჯერაც საკუთარში – მხოლოდ ერთხელ. ამის მიუხედავად, “აიაქსმა” ქულა აიღო და ცოტა რომ გამართლებოდათ, დე ბურის შეგირდები მოიგებდნენ კიდეც.

“ამსტერდამ არენაზე” ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-14 წუთზე, კავანიმ იბრაჰიმოვიჩის დარტყმულს დაამატა. გავიდა ერთი სათამაშო საათი და ლასე შონემ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. ცოტა ხანში, დანიელმა ნახევარმცველმა სტანდარტიდან კვლავ კარგად დაარტყა, მაგრამ ბურთი სირიგუმ მოიგერია, რის შემდეგაც ძელს მოხვდა.

ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 6 გოლი პირველად გაიტანა “პორტუმ”, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე კარგი სტარტი აქვს. პორტუგალიელებმა ბატე 6:0 გაანადგურეს. თამაშის გმირად ფრანგი ნახევარმცველი იასინ ბრაჰიმი მოგვევლინა, რომელმაც ჰეთ თრიქი გაიფორმა და ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა.

 

E ჯგუფი

რომა-ცსკა 5:1 (4:0)

რომი, “ოლიმპიკო”

რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, მანოლასი (იანგა-მბივა 76), ასტორი, ტოროსიდისი, პიანიჩი, კეიტა, ნაინგოლანი, ჟერვინიო (ლიაიჩი 71), ტოტი, იტურბე (ფლორენცი 26).

მწვრთნელი: რუდი გარსია.

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი, ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნშევიჩი, ნაბაბკინი (შჩენიკოვი 46), ნაჩო, მილანოვი, ტოშიჩი (ეფრემოვი 53), ერემენკო (პანჩენკო 66), მუსა, დუმბია.

მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი.

გოლები: 1:0 იტურბე (6), 2:0 ჟერვინიო (10), 3:0 მაიკონი (20), 4:0 ჟერვინიო (31), 5:0 იგნაშევიჩი (50, ს.კ.), 5:1 მუსა (82).

მსაჯი: დავიდ ფერნანდეს ბორბალანი (ესპანეთი).

ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 14 (8)-19 (6), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 5-1, სეივი: 5-3, ჯარიმა: 9-5.

 

ბაიერნი-სიტი 1:0 (0:0)

მიუნხენი, “ალიანც არენა”

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი, რაფინია (პისარო 84), ბოატეგი, ბენატია (დანტე 85), ბერნატი, ლამი, ალონსო, ალაბა, მიულერი (რობენი 76), ლევანდოვსკი, გიოტცე.

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა.

სიტი (4-4-1-1): ჰარტი, სანია, კომპანი, დემიკელისი, კლიში, ნავასი (კოლაროვი 88), ტურე, ფერნანდინიო, ნასრი (მილნერი 58), სილვა, ჯეკო (აგუერო 74).

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.

გოლი: 1:0 ბოატენგი (90).

გაფრთხილებები: ჯეკო 41, კომპანი 45, კლიში 65, დემიკელისი 77.

მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი).

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 22 (9)-8 (2), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 3-2, სეივი: 2-8, ჯარიმა: 8-16.

 

F ჯგუფი

ბარსელონა-აპოელ 1:0 (1:0)

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, ბარტრა, ადრიანო, სამპერი, ჩავი (ინიესტა 61), რობერტო (რაფინია 79), მესი, ელ ჰადადი (სანდრო 68), ნეიმარი.

მწვრთნელი: ლუის ენრიკე.

აპოელ (4-4-2): პარდო, სერხიო, გილერმე, კარლაო, ანტონიადესი, გომესი (მანდუკა 61), მორაიში, ვინისიუსი, ალონეფტისი, დე ვინსენტი (შარალამბიდისი 79), შერიდანი (ჯებური 75).

მწვრთნელი: გიორგიოს დონისი. 

გოლი: 1:0 პიკე (28).

გაფრთხილებები: ვინისიუსი 11, ანტონიადესი 27.

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია).

ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 17 (6)-4 (1), კუთხური: 8-4, თამაშგარე: 2-3, სეივი: 1-5, ჯარიმა: 15-12.

 

აიაქსი-პსჟ 1:1 (0:1)

ამსტერდამი, “ამსტერდამ არენა”

აიაქსი (4-1-4-1): სილესენი, ვან რეინი, ველტმანი, მოიზანდერი, ბოილესენი, ვიერგევერი (ციმლინგი 46), შონე (მილიკი 82), კლაასენი, სერერო, ანდერსენი, სიგთორსონი (ელ-გაზი 61).

მწვრთნელი: ფრანკ დე ბური.

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, მარკინიოსი, ლუისი, მაქსველი, ვერატი (პასტორე 81), მოტა, მატუიდი, ლუკასი (ლავესი 81), იბრაჰიმოვიჩი, კავანი.

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

გოლები: 0:1 კავანი (14), 1:1 შონე (74).

გაფრთხილებები: კლაასენი 30, ველტმანი 56, ელ-გაზი 68, სერერო 69 – მარკინიოსი 72.

მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია).

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 12 (3)-14 (5), კუთხური: 2-6, თამაშგარე: 0-4, სეივი: 4-2, ჯარიმა: 14-9.

 

G ჯგუფი

ჩელსი-შალკე 1:1 (1:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ფილიპე, ფაბრეგასი, მატიჩი, რამირესი (ოსკარი 67), ვილიანი (რემი 74), აზარი, დროგბა (კოსტა 74).

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

შალკე (4-2-3-1): ფერმანი, ჰიოგერი, აიანი, ნოიშტადტერი, ფუხსი, ბოატენგი, აოგო, სამი (ბარნეტა 78), მაიერი (ჩუპო-მოტინგი 74), დრაქსლერი (ობასი 86), ჰუნტელაარი.

მწვრთნელი: იენს კელერი.

გოლები: 1:0 ფაბრეგასი (11), 1:1 ჰუნტელაარი (62).

გაფრთხილებები: ტერი 59, ვილიანი 71 – ჰუნტელაარი 11, ბოატენგი 26, ჰოგერი 87.

მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია).

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 16 (5)-13 (5), კუთხური: 7-1, თამაშგარე: 2-1, სეივი: 4-4, ჯარიმა: 16-11.

 

მარიბორი-სპორტინგი 1:1 (0:0)

მარიბორი, “ლიუდსკი”

მარიბორი (4-4-2): ჰანდანოვიჩი, სტოიანოვიჩი, რაიევიჩი, არგუსი, ვილერი, სალალიჩი (ბოჰარი 58), მერტელი, ფილიპოვიჩი, ვრსიჩი (ზაჰოვიჩი 81), ტავარესი (მენდი 84), იბრაიმი.

მწვრთნელი: ანტე სიმუნძა.

სპორტინგი (4-3-3): პატრისიუ, ალვეში, მაურისიო, სარი, ნასიმენტო, მარტინსი (მარიო 46), კარვალიო, სილვა, ნანი, სლიმანი (მონტერო 90+2), კარილიო (მანე 66).

მწვრთნელი: მარკო სილვა.

გოლები: 0:1 ნანი (80), 1:1 ზაჰოვიჩი (90+2).

გაფრთხილებები: ტავარესი 22, იბრაიმი 89 – მაურისიო 42.

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი).

ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 14 (6)-26 (11), კუთხური: 4-8, თამაშგარე: 6-1, სეივი: 10-5, ჯარიმა: 12-15.

 

H ჯგუფი

პორტუ-ბატე 6:0 (3:0)

პორტუ, “დრაგაო”

პორტუ (4-1-4-1): ფაბიანუ, დანილო, მაიკონი, მარტინს ინდი, ალექს სანდრო, კაზემირო, კუარეჟმა, ერერა (ტელიო 69), ბრაიმი (ევანდრო 59), ადრიანი, მარტინესი (აბუბაკარი 64).

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი.

ბატე (4-3-3): ჩერნიკი, ხაგუში, პოლიაკოვი, ფილიპენკო, მლადენოვიჩი, ოლეხნოვიჩი (კარნიცკი 62), ლიხტაროვიჩი (იაკოვლევი 53), ვოლოდკო, გარდეიჩუკი, როდიონოვი (სიგნევიჩი 71), ალექსიევიჩი.

მწვრთნელი: ალექსანდრ იერმაკოვიჩი.

გოლები: 1:0 ბრაიმი (5), 2:0 ბრაიმი (32), 3:0 მარტინესი (37), 4:0 ბრაიმი (57), 5:0 ადრიანი (61), 6:0 აბუბაკარი (76).

გაფრთხილებები: ლიხტაროვიჩი 7, ოლეხნოვიჩი 56.

მსაჯი: ბას ნეიჰუისი (ჰოლანდია).

ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 20 (12)-7 (3), კუთხური: 9-2, თამაშგარე: 1-3, სეივი: 3-6, ჯარიმა: 11-15.

 

ბილბაო-შახტარი 0:0

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, დე მარკოსი, გურპეგი, ლაპორტე, ბალენსიაგა, იტურასპე, რიკო, მუნიაინი (აკეჩე 75), ეჩებარია (სუსაეტა 65), იბაი, ადურისი (ფერნანდესი 77).

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე.

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, სრნა, კუჩერი, რაკიცკი, აზევედო, ფერნანდო (ფრედი 73), სტეპანენკო, დუგლას კოსტა, ალექს ტეიშეირა, ტაისონი (მარლოსი 80), ადრიანო (გლადკი 89).

მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ.

გაფრთხილებები: იტურასპე 38, ადურისი 58, სუსაეტა 89 – სრნა 30, ტაისონი 36, კუჩერი 48.

მსაჯი: ანასტასიოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი).

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 10 (3)-7 (3), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 1-6, სეივი: 3-3, ჯარიმა: 12-14.

0.280026