ფეხბურთი

10:46 | 15.08.2014 | ნანახია 752 - ჯერ

"სიტისთან" აგუერომაც გაახანგრძლივა

 

არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

26 წლის ფეხბურთელს "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურებოდა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, აგუერო კვირაში 150 000 გირვანქას მიიღებს.

პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი ფეხბურთელების შენარჩუნებას განაგრძობს. "ქალაქელებმა" აგუერომდე კონტრაქტი ვინსენტ კომპანის და დავიდ სილვასაც გაუხანგრძლივა.

აგუერო "სიტიში" 2011 წლიდან ასპარეზობს. "ქალაქელების" მაისურით აგუერომ სულ 122 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 75 გოლი და 33 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.

გიორგი ბალახაძე


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:02 | 15.08.2014
silva (3725)

საღოლ სიტის ხელმძღვანელობა!!!კუნი კომპანი ნასრი კოლოროვი სილვა ყველას ახალი კონტაკტი,ძეკოც მალე მოაწერს,მოლაპარაკებები მიდის.მანგალა ფერნანდო სანია და ლამპარდი კარგი შენაძენებია და გუნდს ძალიან გააძლიერებს,განსაკუთრებით მანგალას იმედი მაქვს.კომპანი მანგალას დუეტმა უნდა მოიგოს პრემიერლიგა!!!

12:15 | 15.08.2014
lasha147 (6103)

მანგალა მართლა მაგარი იყიდეთ თქვენ

10:54 | 15.08.2014
დიტო (14812)

კაია

0.115461