ფეხბურთი

21:05 | 15.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიტის” ტურე არ ეთმობა

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის – იაია ტურეს შენარჩუნებას ცდილობს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

კოტდივუარელი “ქალაქელებზე” განაწყენებულია და კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს. “სიტის” ხელმძღვანელებმა იაია ტურე მომაკვდავი ძმის მოსანახულებლად არ გაუშვეს, შემდეგ კი, დაბადების დღეც არ მიულოცეს. ფეხბურთელი მანჩესტერელთა ამგვარ ქცევას უყურადღებობად და უპატივცემულობად აფასებს.

რამდენადაც ცნობილია, ტურეს ხილვა “პარი სენ-ჟერმენს” სურს.

 

თეგებიიაია ტურე
0.117793