“მანჩესტერ სიტის” სამწვრთნელო შტაბი “ბარსელონას” მცველ ხერარდ პიკეთი დაინტერესდა. ბრიტანული კლუბის თავკაცი მანუელ პელეგრინი დარწმუნებულია, რომ ესპანეთის ნაკრების უკანახაზელი “სიტის” ძალიან გააძლიერებს, მაგრამ, ჯერჯერობით არავინ საუბრობს იმაზე, დაიწყება თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება.
ხერარდ პიკესა და კატალონიური კლუბის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წელს ეწურება, მაგრამ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ფეხბურთელისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას გეგმავს.