შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, იტალიური “რომას” ნახევარმცველი ერიკ ლამელა ინგლისურ “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგდეს. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იუწყებს.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “სიტის” თავკაცი რობერტო მანჩინი ლამელას “სამპდორიასთან” მატჩში დააკვირდა და კმაყოფილიც დარჩა. ჯერჯერობით, რომაელები შესაძლო ტრანსფერის შესახებ არაფერს ამბობენ.
თუკი “სიტი” ლამელას სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვას მოისურვებს, 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში, ლამელამ რომაელთა მაისურით 19 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი მიითვალა.