“მანჩესტერ სიტის” გულშემატკივრებმა კლუბის ნახევარმცველი ფერნანდინიო დეკემბრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. გამოკითხვაში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინგლისელ ჯეიმს მილნერს და ესპანელ ხესუს ნავასს აჯობა. გასულ თვეში ფერნანდინიომ თავი განსაკუთრებით ლონდონის “არსენალთან” დაუვიწყარ მატჩში (6:3) გამოიჩინა, რომელშიც “მეთოფეებს” 2 გოლი გაუტანა.