“მანჩესტერ სიტის” ტრავმირებული ნახევარმცველი დავიდ სილვა სრულფასოვან ვარჯიშს ამ კვირაში შეუდგება. Goal-ის ცნობით, 28 წლის ესპანელს მეორე სამედიცინო შემოწმებაც ჩაუტარდა და გაირკვა, რომ ტრავმა არცთუ სერიოზულია.
ექიმების პირვანდელი პროგნოზით, ნახევარმცველს სეზონის ბოლომდე უნდა დაესვენა, მაგრამ ეს საშიშროება აღარ დგას. სილვას ტერფი თითქმის აღარ აწუხებს და რამდენიმე დღეში, სრული დატვირთვით ივარჯიშებს.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, სილვამ “სიტის” მაისურით 24 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი მიითვალა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 9 საგოლე პასია.