ფეხბურთი

11:40 | 20.05.2014 | ნანახია NaN - ჯერ

"სიტიმ" ტურე გაანაწყენა

მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველი იაია ტურე კლუბზე განაწყენებულია და შესაძლოა კლუბიდან წავიდეს. საქმე ის გახლავთ, რომ 13 მაისს, ტურეს დაბადების დღეს, "ქალაქელები" აბუ დაბიში პრემიერლიგის ტიტულს აღნიშნავდნენ და კოტდივუარელს 31 წლის შესრულება არც კი მიულოცეს.

ტურეს აგენტი დიმიტრი სელუკი ამ ფაქტით აღშფოთებულია და განაცხადა, რომ ტურე კლუბიდან წასვლაზე ფიქრობს.

"კლუბმა იაიას გული ატკინა, რადგან მისი დაბადების დღე არავის გახსენებია. იგი ძალიან განაწყენებულია და კლუბიდან წასვლას ფიქრობს. ყველას ასე გამოუვიდა: ჩვენ მოგვწონს იგი, მაგრამ არ გვახსოვს. როგორ უნდა დაივიწყოს მან ეს ფაქტი, როდესაც კლუბს პრემიერლიგის მოგებაში დაეხმარა. უბრალოდ წვეულებაზე ტურესთან უნდა მისულიყვნენ და ეთქვათ: "დაბადების დღეს გილოცავთ!" _ განუცხადა The Sun-ს სელუკმა.

გიორგი ბალახაძე  

 

თეგებიიაია ტურე

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:27 | 08.05.2014
jokua (3910)

ციტირებს შკყ

14:30 | 08.05.2014
lukaluuu (304)

ყველაზე საზიზღარი და ცუდი მწვრთნელი ) ფეხბურთელების საუბრებიდან გამომდინარე

12:15 | 08.05.2014
chamilo (33560)

არადა ისეთი შემდგენლობა ჰყავს ფულემს 10 ეულში უნდა ყოფილიყო

12:12 | 08.05.2014
BEERTRANCE (97819)

აბა როდის უნდა გაუშვან?

0.066407