პრემიერლიგის 22-ე ტური შაბათს დაიწყო, კვირას გაგრძელდება და ორშაბათს დასრულდება.
“არსენალმა” ლონდონურ დერბიში “ფულემი” სანტი კასორლას დუბლით დაამარცხა და კვლავ პირველ ადგილზე დარჩა. არსენ ვენგერის შეგირდებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს, რაც, დაგვეთანხმებით, საგულისხმო შედეგია. საგულისხმო უპირველესად იმიტომ, რომ “მეთოფეებს” ძირითადის 7 ფეხბურთელი ჰყავთ დაშავებული. მათგან გამორჩეულები კი აარონ რემზი, მიკელ არეტეტა და თეო უოლკოტი არიან. ამ უკანასკნელის ნაცვლად შაბათს სასტარტოში 18 წლის გერმანელი ზერგე გნაბრი გამოჩნდა.
მასპინძელთა პირველი შტურმი სტუმრებმა გაჭირვებით, მაგრამ მოიგერიეს. “ფულემელები” “მეორე სართულზე” ოსტატურად ირჯებოდნენ, “ქვევით” კი “არსენალი” დიდს ვერაფერს ახერხებდა. ერთი-ორჯერ თავადაც შეუტიეს, აქტიური იყო აშშ-დან ახლახან დაბრუნებული კლინტ დემპსი. თუმცა ვოიცეხ შჩესნი შეუვალი გახლდათ.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა უფრო დიდი ძალებით შეუტიეს და შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ, კასორლამ ანგარიში გახსნა. ხუთ წუთში ესპანელმა თავისი გვარი კიდევ ერთხელ ააციმციმა ტაბლოზე. მის დარტყმულს სტეკელნბურგი კინაღამ მისწვდა, მაგრამ ამაოდ.
“დაცვაში კარგად ვითამაშეთ და წარმატების საწინდარიც ეს გამოდგა, - თქვა მერე ვენგერმა, - სასიხარულოა, რომ კასორლამ სრულად მოირჩინა ტრავმა და ყველამ დავინახეთ რა ჩინებულად ითამაშა.”
”მანჩესტერ სიტიმ” კარდიფელი სტუმრები დამაჯერებლად დაამარცხა, თან ერთგვარი რეკორდიც დაამყარა - გუნდმა წლეულს ყველა ტურნირში მე-100 ბურთი გაიტანა და ამ საიუბელეო გოლის ავტორი ბოსნიელი ედინ ჯეკო გახდა. ეს ამბავი დასაწყისშივე, მე-14 წუთზე მოხდა. ამის შემდეგ მასპინძლები თითქოს მოეშვნენ და კარდიფელთა სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ, კრეიგ ნუნმა ზუსტად დაურტყა ჯო ჰარტს. მანუელ პელეგრინი შეგირდებს შემოსწყრა და ამ მეთოდმა მაშინვე გამოიღო ნაყოფი. “ქალაქელებმა,” ფაქტობრივად, პირველივე საპასუხო შეტევით გაათანაბრეს. სათამაშო უპირატესობა კი მეორე ტაიმში, საუკთესო ბომბარდირის, სერხიო აგუეროს მინდორზე გამოსვლის შემდეგ გაამყარეს. არგენტინელმა ჯერ იაია ტურეს გაატანინა, შემდეგ კი თავადაც შეაგდო. ეს აგუეროს პირველი გოლია 14 დეკემბრის შემდეგ.
“ახლა ფანტასტიკურ ფეხბურთს ვთამაშობთ. 4 გოლი გავიტანეთ დაკიდევ 5-6 ძალიან კარგი მომენტი გვქონდა. თუ ასე გავაგრძელებთ, ყოველთვის მეტს გავიტანთ, ვიდრე გავუშვებთ. საერთოდ, უფრო ადვილია ათი კაცი საჯარიმოში ჩააყენო და კონტრშეტევაზე შენს შანსს დაელოდო. მაგრამ ეს ჩემი სტილი არ არის და არ მგონია ასეთი თამაში ჩვენს ქომაგებს მოეწონოთ,” – დასძინა მანუელ პელეგრინიმ.
დღის გვიან მატჩში კი “ლივერპულმა” ისევ თავისებური სიურპრიზი შესთავაზა ქომაგებს. ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის მებრძოლი გუნდი, უკვე 36-ე წუთზე 0:2 აგებდა “ასტონ ვილასთან” და ეს ყველაფერი კლუბის მფლობელის, ჯონ ჰენრის თვალწინ ხდებოდა, რომელიც 2012 წლის ზაფხულის შემდეგ პირველად ესწრებოდა “ლივერპულის” საშინაო მატჩს.
დასაწყისში “ლივერპულის” ერთ-ერთი პირველივე შეტევა პენალტით უნდა დასრულებულიყო, როცა ბირმინგემელ ლეანდრო ბაკუნას საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა თამაშის გაგრძელება ბრძანა. 25-ეწუთზე კი სტუმრებს სწრაფი კონტრშეტევა გამოუვიდათ, ვაიმანმა ჯერარდს აჯობა და ახლოდან გაიტანა. მალევე ბენტეკემ გააორა, თუმცა სასტარტოში დაბრუნებულმა დენიელ სტარიჯმა წამატებულ წუთზე ერთი საპასუხო მაინც შეაგდო. მეორე ტაიმში “წითლებმა” მაინც გაათანაბრეს, სუარესის წაქცევისთვის დანიშნული საეჭვო პენალტი კაპიტანმა ჯერარდმა ზუსტად დაარტყა მარჯვენა კუთხეში. თითქოს ამ გოლის შემდეგ ლივერპულელებს შეტევები უნდა გაეგრძელებინათ, მაგრამ პირიქით მოხდა, ჩამოსულები ისევ გააქტიურდნენ: დელფმა, ვაიმანმა და ელ აჰმადიმ გვარიანად ანერვიულეს დამხვდურები. “ლივერპული” ინდომებდა, უტევდა კიდეც, ერთხელ იმავე სუარესმა ძალიან სახიფათო საჯარიმო დაარტყა”ცხრიანში,” მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოუვიდათ. ამ ფრით მერსისაიდელებმა ერთობ გაირთულეს სატურნირო მდგომარეობა. კონკურენტებმა ყველამ გაიმარჯვეს. მართალია, როჯერსის გუნდი კვლავ მე-4 ადგილზე დარჩა, მაგრამ წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა, თანაქალაქელმა “ევერტონმა” გადაუსწროს, რომელიც ორშაბათს ”ვესტ ბრომვიჩს” ეთამაშება.
“პირველ ტაიმში ცუდად ვირჯებოდით, თუმცა მეტოქის კარგი თამაშიც აღსანიშნავია. მათ გვაიძულეს შეცდომები დაგვეშვა. მათ შესანიშნავი გუდური სისწრაფე გამოავლინეს და კარგა ხანს საჭირო რითმი ვერ მოვძებნეთ. სწორედ სისწრაფის წყალობით გაგვიტანეს ორი გოლი. რაც შეეხება პენალტს, ვფიქრობ, მსაჯმა სამართლიანად დანიშნა. სუარესსა და მეკარეს შორის კონტაქტი იყო. ასევე, მიმაჩნია, რომ ჯონათან მოსს კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა, როცა სტუმართა მცველმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა.
სამწუხაროდ ყველა მატჩში ჩვენს საუკეთესო თამაშს ვერ ვაჩვენებთ, ამიტომ ამიერიდან მხოლოდ ოთხეულში მოხვედრაზე ავიღებთ აქცენტს.” – უთხრა როჯერსმა ჟურნალისტებს.
სანდერლენდი – საუთჰემპტონი 2:2 (1:2)
სანდერლენდი. “ლაითი.” 38 115
სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში, ბერდსლი, მარკოს ალონსო, ჯონსონი, კატერმოლი (გარდნერი 62), ლარსონი (კოლბექი 63), სუნგ-იონგ კი, ალტიდორე (ფლეტჩერი 72), ბორინი
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
საუთჰემპტონი: ბორუცი, ჟოზე ფონტე, ლოვერნი (იოშიდა 88), შოუ, დევისი, ლალანა (რამირესი 74, უარდ-პროუსი 87), კორკი, შნაიდერლინი, ჩემბერსი, როდრიგესი, ლამბერტი
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: 0:1 როდრიგესი (4), 0:2 ლოვერნი (31), 1:2 ბორინი (32), 2:2 ჯონსონი (71)
გაფრთხილება: კატერმოლი (11), სუნგ-იონგ კი (38)
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 4(0)-8(5), ჯარიმა: 9-9, კუთხური: 4-7, თამაშგარე: 4-1, სეივი: 6-3
არსენალი – ფულემი 2:0 (0:0)
ლონდონი. “ემირეითსი.” 60 000
არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, ნაჩო მონრეალი, კოშელნი, იოზილი (ოქსლეიდ ჩემბერლენი 85), ფლამინი, კასორლა, უილშირი, ჟირუ, გნაბრი (პოდოლსკი 71)
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
ფულემი: სტეკელენბურგი, ჰანგელანდი, რითერი, ბარნი, დეჟაგა (ბენტი 68), სიდუელი, პარკერი, რიჩარდსონი, კაჩანიკლიჩი (კასამი 86), დემპსი, ბერბატოვი
მწვრთნელი: რენე მელენსტეენი
გოლები: 1:0, 2:0 კასორლა (57, 62)
გაფრთხილება არ ყოფილა
მსაჯი: ლი პრობერტი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 4(6)-3(3), ჯარიმა: 5-6, კუთხური: 4-4, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-6
კრისტალ პალასი – სტოკი 1:0 (0:0)
ლონდონი. “სელჰერსტ პარკი.” 24 440
კრისტალ პალასი: სპერონი, მარიაპა, გაბიდონი, დელანი, უარდი, პერი, იედინაკი, პანჩონი, გედიურა (ო’კიფი 68), ბოლასიე (მოქსი 86), შამახი (უილბრაჰამი 86)
მწვრთნელი: ტონი პულისი
სტოკი: ბატლანდი, პეტერსი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, ადამი, ველანი (აირლენდი 58), ნ’ზონზი, კრაუჩი, უოლტერსი (გუიდეტი 79), ასაიდი (არნაუტოვიჩი 72)
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
გოლი: პანჩონი (51)
გაფრთხილება: არნაუტოვიჩი (82), ნ’ზონზი (84)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 5(4)-5(10), ჯარიმა: 9-13, კუთხური: 4-3, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-5
მანჩესტერ სიტი – კარდიფ სიტი 4:2 (2:1)
მანჩესტერი. “ეტიჰედი.” 47 213
მანჩესტერ სიტი: ჰარტი, კომპანი, დემიკელისი, საბალეტა, კოლაროვი, ხავი გარსია, დავიდ სილვა (მილნერი 80), იაია ტურე, ხესუს ნავასი (კლიში 82), ნეგრედო (აგუერო 62), ჯეკო
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
კარდიფ სიტი: მარშალი, ტერნერი, მაკნოგტონი (ჯონი 68), თეოფილე კეტრინი, კოლკერი, უითინგემი (ბელამი 68), მედელი, მატჩი, გუნარსონი (ეირკემი 78), ნუნი, კემპბელი
მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი
გოლები: 1:0 ჯეკო (14), 1:1 ნუნი (29), 2:1 ხესუს ნავასი (33), 3:1 იაია ტურე (77), 4:1 აგუერო (79), 4:2 კემპბელი (90+3)
გაფრთხილება: ნეგრედო (18), კოლაროვი (74)
მსაჯი: ნილ სუორბრიკი
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 6(9)-5(0), ჯარიმა: 6-5, კუთხური: 10-7, თამაშგარე: 3-3, სეივი: 4-5
ნორვიჩი – ჰალ სიტი 1:0 (0:0)
ნორვიჩი. “ქეროუ როუდი.” 26 655
ნორვიჩი: რადი, ოლსონი, ბასონგი, ბენეტი, მარტინი, გუტიერესი (პილკინგტონი 69), ფერი, სნოდგრასი, ჯონსონი, ჰუპრი, ვან ვოლფსვინკელი (ბეკიო 80)
მწვრთნელი: კრის ჰოუტონი
ჰალ სიტი: მაკგრეგორი, როსენიორი, დევისი, ბრიუსი, ჩესტერი (ფიგეროა 15), ჰადლსტოუნი, კორენი (ფრაიატი 82), ელ მუჰამადი, ლივერმორი, იელავიჩი, საგბო (ბოიდი 67)
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
გოლი: 1:0 ბენეტი (87)
გაფრთხილება: ჯონსონი (45+4); ფიგეროა (39), როსენიორი (49), ჰადლსტოუნი (53)
გაძევება: ჰადლსტოუნი (90)
მსაჯი: ჰოუვარდ უები
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 4(11)-0(6), ჯარიმა: 8-17, კუთხური: 11-7, თამაშგარე: 1-0, სეივი: 0-3
ვესტ ჰემი – ნიუკასლი 1:3 (1:2)
ლონდონი. “ბოლეინ გრაუნდი.” 33 343
ვესტ ჰემი: ადრიანი, კოლინზი, რაცი, ჯონსონი, დაუნინგი, ტეილორი, ნოუბლი, ჯერვისი (ჯო კოული 73), კოლისონი (მორისონი 46), დიამე (კეროლი 62), კარლტონ კოული
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
ნიუკასლი: კრული, ტეილორი, იანგა-მბივა, უილიამსონი, სანტონი (დამეტი 74), კაბაიე, ტიოტე, სისოკო, ანიტა (შოლა ამეობი 60), რემი (ბენ არფა 78), გუფრანი
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლები: 0:1 კაბაიე (16), 0:2 რემი (33), 1:2 უილიამსონი (ს.კ. 45+2), 1:3 კაბაიე (90+5)
გაფრთხილება არ ყოფილა
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 1(5)-6(7), ჯარიმა: 7-6, კუთხური: 4-3, თამაშგარე: 5-4, სეივი: 6-1
ლივერპული _ ასტონ ვილა 2:2 (1:2)
ლივერპული. “ენფილდი.” 44 737
ლივერპული: მინოლე, კოლო ტურე, ჯონსონი, შკრტელი, სისოკო, ჯერარდი, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო (ლუკას ლეივა 46, ალენი 66), სტერლინგი, სუარესი, სტარიჯი
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ბერტრანი (ლუნა 81), კლარკი, ელ აჰმადი (სილა 62), დელფი, ვესტვუდი, ბაკუნა, აგბონლაჰორი (ჰოლტი 50), ბენტეკე, ვაიმანი
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
გოლები: 0:1 ვაიმანი (25), 0:2 ბენტეკე (36), 1:2 სტარიჯი (45+2), 2:2 ჯერარდი (53, პენ.)
გაფრთხილება: კლარკი (16), ელ აჰმადი (21), ბერტრანი (49), ბაკუნა (88)
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 5(8)-2(4), ჯარიმა: 14-17, კუთხური: 2-3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-4
მეგოლეები:
22 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
14 – სერხიო აგუერო (“სიტი”)
11 – ლოიკ რემი (“ნიუკასლი”), დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”), იაია ტურე (2, “სიტი”)