ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ სიტი” მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბის – არიენ რობენის ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნებას გეგმავს. Daily Mail-ის ცნობით, “ქალაქელები” ლონდონის “ჩელსისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილი ნახევარმცველით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი.
რამდენადაც ცნობილია, “ბაიერნის” მომავალ თავკაც პეპ გვარდიოლას გუნდში რობენის ხილვა არ სურს და არც თავად ჰოლანდიელია კლუბის შეცვლის წინააღმდეგი. 29 წლის ნახევარმცველი უკმაყოფილოა იმით, რომ სასტარტო შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არ აქვს.
ზემოთთქმული წყაროს ინფორმაციით, “ბაიერნმა” რობენი ტრანსფერზე უკვე დააყენა. ჰოლანდიელის ხილვა რამდენიმე ინგლისურ კლუბს სურს, მაგრამ ყველაზე აქტიური “სიტია”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ციტირებს შკყ
ყველაზე საზიზღარი და ცუდი მწვრთნელი
) ფეხბურთელების საუბრებიდან გამომდინარე 
არადა ისეთი შემდგენლობა ჰყავს ფულემს 10 ეულში უნდა ყოფილიყო
აბა როდის უნდა გაუშვან?