ფეხბურთი

21:28 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიტიმ” კომპანიც გაიხანგრძლივა

 

“მანჩესტერ სიტის” კაპიტანმა, ვენსან კომპანიმ კლუბთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომპანი “სიტიში” 2008 წლიდან თამაშობს. “ქალაქელების” მაისურით მან 244 თამაში ჩაატარა. 28 წლის ფეხბურთელი გუნდს 2011 წლიდან კაპიტნობს.

კომპანი “სიტის” უკვე მე-4 ფეხბურთელია, რომელმაც ახალი სეზონის წინ კონტრაქტი გაახანგრძლივა. აქამდე ეს კოლაროვმა, ნასრიმ და სილვამ გააკეთეს.

0.124237