ფეხბურთი

11:50 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიტიმ” ბეგოვიჩს დაუმიზნა

 

“მანჩესტერ სიტის” “სტოკის” მეკარის – ასმირ ბეგოვიჩის გადაბირება სურს. ბრიტანული მედიასაშუალებების ცნობით, “ქალაქელებს” ბოსნიელის ტრანსფერისთვის გეგმა უკვე შემუშავებული აქვთ.

ბეგოვიჩის სანაცვლოდ, “სიტი” “სტოკს” 15 მილიონ ევროსა და ჯო ჰარტის იჯარას შესთავაზებს. ჰარტი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს, ბეგოვიჩს კი, ევროტურნირებზე არ უთამაშია და უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში “სიტის” დახმარებას შეძლებს.

ჯერჯერობით, “სტოკის” ხელმძღვანელობა ოფიციალურ პასუხს არ აფიქსირებს, მაგრამ ბრიტანელ კოლეგებს თუ დავუჯერებთ, ტრანსფერის ალბათობა მართლაც დიდია.

0.115889