ინგლისურ პრესას თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ სიტი” მზადაა მადრიდის “რეალის” საყრდენ ნახევარმცველში, სამი ხედირაში დაახლოებით 35 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მადრიდულ გუნდს გამოჯანმრთელებული ჩაბი ალონსო დაუბრუნდა, რომელიც კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს. ამის მიუხედავად, კარლო ანჩელოტი სამი ხედირასთან განშორებას არ აპირებს და “სიტის” ხელმძღვანელობას მანუელ პელეგრინის სურვილის შესასრულებლად რთული მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს. Mirror-ის ცნობით, “ქალაქელები” მზად არიან “რეალს” 35 მილიონი ევრო შესთავაზონ, ხოლო ფეხბურთელი მაღალი ხელფასით მოხიბლონ.