ფეხბურთი

13:33 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” ტრანსფერებზე მუშაობას იწყებს

ინგლისის მოქმედი ჩემპიონი “მანჩესტერ სიტი” მომდევნო სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. ბრიტანული მედიის ცნობით, აბუ დაბიში კლუბის ხელმძღვანელები გუნდის თავკაც მანუელ პელეგრინის შეხვდებიან და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

მხარეებს შორის შეხვედრა ამ კვირაში მოხდება. მართალია, “სიტის” ფინანსურად მყარი მდგომარეობა აქვს, მაგრამ შესაძლოა, პრობლემა უეფას მიერ დაწესებული ფინანსური ფეარ პლეის ჯარიმა გახდეს.

სავარაუდოდ, “სიტის” პირველი სამიზნეები “პორტუს” ფეხბურთელები – მცველი მანგალა და ნახევარმცველი ფერნანდო იქნებიან.

 

0.11553