ფეხბურთი

10:40 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” რონალდუს კვირაში 300 ათასს სთავაზობს

 

“მანჩესტერ სიტიმ” მადრიდის “რეალის” ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს ფანტასტიკური წინადადებით მიმართა – Daily Star-ის ცნობით, ინგლისელებმა პორტუგალიელს ხელფასის სახით კვირაში 300 ათასი გირვანქა სტერლინგი შესთავაზეს.

“ქალაქელთა” წარმომადგენლებმა რონალდუს აგენტთან უკვე ისაუბრეს და აღნიშნული შეთავაზებაც განიხილეს. რამდენადაც ცნობილია, პორტუგალიელის დაბრუნება “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურს, მაგრამ “ოლდ ტრაფორდის” ბინადრებს ფეხბურთელისთვის ასეთი პირობების შეთავაზება არ შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში, “რეალმა” “პარი სენ-ჟერმენისგან” რონალდუს თაობაზე ოფიციალური წინადადება მიიღო. პარიზელები პორტუგალიელში 55 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიდნენ, მაგრამ მადრიდელთაგან უარი მიიღეს.

0.116508