ფეხბურთი

11:38 | 30.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” როისში 38 მილიონს იხდის

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ინტერესთა სფეროში გერმანული “დორტმუნდის” ვარსკვლავი მარკო როისი მოექცა. Goal.com-ის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “ქალაქელთა” მთავარი სამიზნე სწორედ 23 წლის გერმანელი იქნება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, უახლოეს 10 დღეში, “სიტის” დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი დორტმუნდელებს ოფიციალური წინადადებით მიმართავს და როისის სანაცვლოდ, 38 მილიონ ევროს შესთავაზებს.

ნისლიან ალბიონზე გადაბარგების შემთხვევაში, როისს ხელფასის წლიური რაოდენობა გაუორმაგდება.

ჯერჯერობით, თავად ფეხბურთელისა და “დორტმუნდის” პოზიცია, უცნობია.

 

0.124581