ფეხბურთი

10:34 | 24.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” რასიზმის გამოვლინებისთვის უეფაში იჩივლებს

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა რუსი გულშემატკივრების მხრიდან რასიზმის გამოვლინებისთვის უეფაში ოფიციალურ სარჩელს გაგზავნის.

Sky Sports-ის ცნობით, მოსკოვში ცსკა-სთან 2:1 მოგებული მატჩის დასრულებისთანავე ინგლისელთა ნახევარმცველმა იაია ტურემ განაცხადა, რომ თამაშის მსვლელობისას რუსული კლუბის გულშემატკივრების მხრიდან მისი მისამართით რასისტულ შეძახილებს და სიმღერებს ჰქონდა ადგილი.

30 წლის კოტდივუარელი მიიჩნევს, რომ ევროპული ფეხბურთის ასოციაციამ მსგავსი გამოვლინებების მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა გამოიყენოს.

“უეფა ამის შეჩერებას უნდა ეცადოს. შესაძლებელია, მათ სტადიონი რამდენიმე მატჩით დაუხურონ. მე აფრიკელი ვარ და ამის მოსმენამ გული ძლიერ დამწყვიტა. სამწუხაროა, რომ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ასეთ სულელურ სიმღერებს მღერიან” - განაცხადა ტურემ.

18 თვის წინათ, რასიზმის გამოვლინებისთვის “პორტუ” 16,7 ათასი გირვანქა სტერლინგით დაისაჯა. მაშინ პორტუგალიელი გულშემატკივრების სამიზნე “სიტის” იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი იყო.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123504