ფეხბურთი

10:25 | 6.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” ნავასსაც იმატებს

კვირის ბოლომდე, “მანჩესტერ სიტი” რამდენიმე სიახლეს ოფიციალურად დაადასტურებს. The Telegraph-ის ცნობით, “ქალაქელები” ფერნანდიონიოსა (“შახტარი”) და ხესუს ნავასის (“სევილია”) ტრანსფერების შესახებ გააკეთებენ განცხადებას. გარდა ამისა, მთავარ მწვრთნელად მანუელ პელეგრინიც ოფიციალურად დაინიშნება.

ფერნანდინიომ “სიტიში” სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მალე გააფორმებს. ინგლისელებს მისი ტრანსფერი 30-დან 34 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე დაუჯდებათ. რაც შეეხება ხესუს ნავასის ტრანსფერს, “სიტი” მასზე 17 მილიონ გირვანქა სტერლინგს დახარჯავს.

ცნობისათვის, “სიტი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს როკე სანტა კრუსმა და უეინ ბრიჯმა.

 

0.103464