ფეხბურთი

14:58 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” მატუიდს 10 მილიონს სთავაზობს

ფრანგული პსჟ-ს ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდმა, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგის “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელოს.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი, პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელსაც ვადა 2014 წლის ზაფხულში გასდის, ჯერჯერობით არ აპირებს. L’Equipe-ს ინფორმაციით, მომავალში თავისუფალი აგენტის ხელში ჩასაგდებად, ყველაზე მეტად “სიტი” იბრძოლებს და სოლიდური თანხის გადახდასაც არ მოერიდება.

“ქალაქელები” მატუიდს, კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ, 10 მილიონ ევროს სთავაზობენ და დიდია ალბათობა იმისა, რომ ამ თანხამ, ფეხბურთელს “ეტიჰადზე” გადასვლა გადააწყვეტინოს. საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში, მატუიდმა 3 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.130375