ფეხბურთი

19:20 | 12.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" მანგალას შეუთანხმდა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "პორტუს" მცველი ელიაკიმ მანგალა კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს. goal.com-ის ინფორმაციით, "ქალაქელებმა" 23 წლის ფრანგთან შეთანხმებას მიაღწიეს და მანგალა უახლოეს მომავალში მანჩესტერულ გრანდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ახალგაზრდა ფეხბურთელს კვირაში ხელფასის სახით 113 000 ევრო ექნება.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერული გრანდი ახალგაზრდა მცველში 40 მილიონ ევროს გადაიხდის. ძნელი სავარაუდებელი არც იყო, რომ "პორტუ" ამ შეთავაზებას დასთანხმდებოდა, რადგან პორტუგალიური გუნდები ევროპაში დონორი კლუბების სტატუსით არიან ცნობილნი და ფეხბურთელებს სოლიდურ თანხადაც ყიდიან.

მანგალამ პორტუგალიის გასულ ჩემპიონატში 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლიც გაიტანა. მსოფლიო ჩემპიონატზე დიდიე დეშამმა 23 წლის მცველი 23-კაციან განაცხადში კი შეიყვანა, თუმცა მანგალამ მუნდიალზე ერთი წუთითაც კი ვერ ითამაშა.

გიორგი ბალახაძე

0.115748