რობერტო მანჩინის შემდეგ, “მანჩესტერ სიტიმ” უმუშევრად მისი შვილი, ფილიპო მანჩინიც დატოვა.
ამჟამად 22 წლის ფილიპო მანჩინი “სიტიში” 2011 წლიდან ირიცხებოდა, მაგრამ “ქალაქელთა” პირველი გუნდის მაისურით მას ერთხელაც არ უთამაშია. 2012-13 წლების დასრულებამდე ცნობილი გახდა, რომ იტალიელი სპეციალისტი, რობერტო მანჩინი “სიტის” დატოვებდა, ხოლო მოგვიანებით გაირკვა, რომ მის ბედს მისი შვილიც გაიზიარებს.
ცნობისთვის, 2008 წელს, რობერტო და ფილიპო მანჩინებმა მილანის “ინტერიც” ერთდროულად დატოვეს.