ფეხბურთი

14:43 | 28.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” ლიხშტაინერით დაინტერესდა

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა ტურინის “იუვენტუსის” მცველის – შტეფან ლიხშტაინერის ტრანსფერითაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას იტალიური მედიასაშუალებები ავრცელებენ.

როგორც ირკვევა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “ქალაქელთა” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ 30 წლის შვეიცარიელი იქნება. მანჩესტერელებს დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება სურთ და ამ პოზიციაზე ლიხშტაინერს ნომერ პირველ კანდიდატურად მიიჩნევენ.

ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ლიხშტაინერის ანგარიშზე 23 მატჩი და 2 გოლია.

 

0.13568