ფეხბურთი

9:59 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” ლამპარდის შესანარჩუნებლად ამუშავდა

  “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ goal.com-თან საუბრისას დაადასტურა, რომ კლუბში ნახევარმცველ ფრენკ ლამპარდისთვის სრულყოფილი კონტრაქტის შეთავაზების ვარიანტ განიხილება. ბრიტანელი ჰავბეკი ამ ზაფხულს, ლონდონის “ჩელსიდან” MLS-ის კლუბ “ნიუ-იორკ სიტიში” გადავიდა და “მანჩესტერ სიტიში” იჯარით თამაშობს. წინასწარი შეთანხმების თანახმად, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში იანვარში უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ბოლო სამ თამაშში გატანილმა სამმა გოლმა შეიძლება ფეხბურთელის მომავალი კარიერა შეცვალოს.

“იანვრამდე კიდევ საკმარისი დროა იმისთვის, რომ ოპტიმალურ ვარიანტზე ვიფიქროთ. ვფიქრობ, ლამპარდის “სიტიში” დატოვება სავსებით შესაძლებელია

 

ვასილ მშვილდაძე

 

 

 

0.116732