ფეხბურთი

18:00 | 24.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” კავანიში 40 მილიონს იხდის

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე იტალიური “ნაპოლის” ვარსკვლავი ედინსონ კავანი იქნება. The Telegraph-ის ცნობით, “ქალაქელებმა” ურუგვაელის შესაძენად 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოყვეს. 

აღსანიშნავია, რომ “სიტის” მომავალი ტრანსფერების სიაში პირველ ადგილზე მადრიდის “ატლეტიკოს” მეგოლე რადამელ ფალკაო იყო, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ კოლუმბიელი არჩევანს “ჩელსის” ან “რეალის” სასარგებლოდ გააკეთებს. მოგეხსენებათ, მანჩესტერელები კავანის შეძენას რამდენიმე თვის წინათაც ცდილობდნენ, მაგრამ ნეაპოლელებმა ტრანსფერზე უარი განაცხადეს. 
თუკი ზაფხულში კავანი “სიტის” შეუერთდება, დიდი ალბათობით, ბოსნიელ ედინ ჯეკოს ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, თავდამსხმელის გადაბირება ლონდონის “ტოტენჰემსა” და გერმანიის ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბს სურს.
0.117769