ფეხბურთი

19:55 | 1.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” ისკოსთვის ბრძოლას გამოეთიშა

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ინგლისური “მანჩესტერ სიტი” ესპანური “მალაგას” ნახევარმცველის – ისკოს შეძენას აღარ შეეცდება. Marca-ს ცნობით, ახალგაზრდა ესპანელზე უარი “ქალაქელთა” ხელმძღვანელობამ თქვა.

“სიტის” ახალ თავკაც მანუელ პელეგრინის თავისი ყოფილი შეგირდის წაყვანა ნისლიან ალბიონზეც სურდა, მაგრამ ფერან სორიანომ და ჩიკი ბეგირისტაინმა მწვრთნელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. მანჩესტერელებს მიაჩნიათ, რომ შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში დავიდ სილვას, სამირ ნასრის, ჯეიმს მილნერს, სერხიო აგუეროსა და იაია ტურეს შეუძლიათ, რაც სრულიად საკმარისია.

ამგვარად, ისკოსთვის ბრძოლაში მადრიდის “რეალი” დაწინაურდა. რამდენადაც ცნობილია, “სამეფო კლუბმა” ესპანელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113694