შაბათის მატჩების შემდეგ, ინგლისის პრემიერლიგას ორი გუნდი – “ფულემი” და “კარდიფ სიტი” – დაემშვიდობა. “მანჩესტერ სიტიმ” სტუმრად “ევერტონი” დაამარცხა და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. მისმა თანაქალაქელმა “იუნაიტედმა” კი კვლავ წააგო, ამჯერად რაიან გიგზის ხელმძღვანელობით.
სტოკში “ფულემს” უეჭველი მოგების შემთხვევაში გადარჩენის თეორიული შანსი რჩებოდა, მაგრამ ძალიან უნიათოდ გაირჯა. კერკეტმა მასპინძლებმა მათ თამაშითაც აჯობეს და 4:1 დაამარცხეს. სტოკელები წლეულს შინ ბოლო მატჩს ატრებდნენ და საკუთარი მაყურებელი დიდად გაახარეს. მათი დამრიგებელი მარკ ჰიუზი კი (რომელიც თავის დროზე სწორედ “ფულემს” თავკაცობდა) პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც “სტოკი” პრემიერლიგის ათეულში მოახვედრა.
მაგათმა კი მშველელად ვერ ივარგა. “რკინის ფელიქსს” ჯამში 9 სხვადასხვა კლუბი გაუწვრთნია და პირველად მოხდა, რომ მისმა გუნდმა უმაღლესი ლიგა დატოვა. მაგათმა თამაშის მერე გულშემატკივრებს მოუბოდიშა: სიტუაცია ვერ გავაკონტრელეო.
ანალოგიურ სიტაციაში იყო “კარდიფიც,” მაგრამ პრემიერლიგის ბოლო ორი თვის უცუდეს გუნდთან დიდი ანგარიშით დამარცხდა. “ნიუკასლს” ზედიზედ 6 თამაში ჰქონდა წაგებული და ქომაგებმა ერთგვარი საპროტესტო აქციაც მოაწყვეს ალან პარდიუს. დარჩება თუ არა პარდიუ თავის პოსტზე უახლოეს დღეებში შევიტყობთ. აი, “კარდიფის” მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი კი ჩემპიონშიფში დაქვეითების მიუხედავად, წასვლას არსად აპირებს: “წავალ თუ არა? რა თქმა უნდა, არა. ახლა შემდეგი მატჩი უნდა ვითამაშოთ ღირსეულად და ახალი სეზონისთვის მზადება დავიწყოთ,” – უთხრა ნორვეგიელმა Sky Sports-ს.
“სანდერლენდმა” “ოლდ ტრეფორდზე” 1968 წლის შემდეგ პირველად მოიგო. ადრე, სსრ კავშირის ჩემპიონატის დროს არსებობდა ასეთი პრიზი - “ავტორიტეტების რისხვა,” დღესაც რომ არსებობდეს ასეთი, ნამდვილად “სანდერლენდს” მიაკუთვნებდნენ. გუსტავო პოიეტის შეგირდებმა ჯერ “მანჩესტერ სიტისთან” ითამაშეს სტუმრად ფრედ (2:2), შემდეგ “სტემფორდ ბრიჯზე” “ჩელსის” მოუგეს (2:1) და ახლა ზედ “იუნაიტედიც” მიაყოლეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ “ეშმაკუნებმა” ამჯერადაც ცუდად ითამაშეს. უტევდნენ, მაგრამ ქაოსურად და უსისტემოდ, ისე, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში ხდებოდა. შეცვლაზე ვან პერსის გამოსვლამაც კი ვერ უშველათ. სამაგიეროდ სტუმრები სახიფათოდ კონტრპასუხობდნენ. ერთ-ერთი ასეთი “გამოხტომა” გოლით დასრულდა. უიქემი კარგად გაირჯა მარჯვენა ფრთაზე, სჯარიმოში ჩააწოდა და იქ შვედმა სებასტიან ლარსონმა ყველას დასწრო.
უმნიშვნელოვანსი მატჩი მოიგო “მანჩესტერ სიტიმ” ლივერპულში, “ევერტონთან.” საერთოდ მერსისაიდული გუნდების “სიყვარულობა” საქვეყნოდ ცნობილია, ამიტომ ბევრი სპეციალისტი ფიქრობდა, რომ “ევერტონი” “ლივერპულს” არ დაეხმარებოდა. ძნელი სათქმელია, რამდენად რეალურია ეს ვერსია. ერთი კია, ევერტონელებმა საკმაოდ მალე გახსნეს ანგარიში, ბარკლიმ ულამაზესი გოლი გაუტანა ჰარტს საჯარიმოს გარედან. თუმცა სტუმრები მალევე მოეგნენ გონს, უპირატესობაც მოიპოვეს და იაია ტურეს პასით აგუერომ ახლოდან გაუტანა ჰოვარდს. მერე კი ჯეკოს ჯერი დადგა. პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყისში ბოსნიელმა დუბლი გაიფორმა და ფაქტობრივად, გადაწყვიტა მატჩის ბედი. ბოლოსკენ “ქალაქელები” ცოტა მოეშვნენ და ლუკაკუმ ყველას შეახსენა, რომ გატანა არ დავიწყებია. დრო კიდევ იყო და თითქოს მასპინძლებს რაღაც შტურმისმაგვარი უნდა მოეწყოთ. ისინი მართლა ცდილობდნენ, მაგრამ დიდი ვერაფერი მოახერხეს და “სიტიმ” გამარჯვებამდე მიიყვანა საქმე. მიიყვანა და ლიდერობაც დაიბრუნა. ეს მოგება მანჩესტერელთათვის, შესაძლოა, საჩემპიონო გამოდგეს, რადგან დარჩენილ მატჩებში (“ასტონ ვილა” და “ვესტ ჰემი” ორივე - შინ) ძნელი წარმოსადგენია ქულები დაკარგონ.
ვესტ ჰემი – ტოტენჰემი 2:0 (2:0)
ლონდონი. “ბოლეინ გრაუნდი.” 34 977
ვესტ ჰემი: ადრიანი, დემელი, მაკარტნი, რიდი, ტომკინსი, დაუნინგი, ნოლანი (ჯერვისი 88), ტეილორი, ნოუბლი, დიამე, კეროლი (კარლტონ კოული 84)
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
ტოტენჰემი: ლორისი, კაბული, დაუსონი, როუზი, ნოგტონი, ლენონი, პაულინიო (სანდრო 65), სიგურდსონი (სოლდადო 66), ერიკსენი, ადებაიორი, კეინი (კირიკეში 29)
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
გოლები: 1:0 კეინი (27 საკუთარ კარში), 2:0 დაუნინგი (44)
გაფრთხილება: ნოგტონი (18), დოუსონი (43), სოლდადო (71), სანდრო (84)
გაძევება: კაბული (25)
მსაჯი: ფილიპ დოუდი
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 8(6)-3(7), ჯარიმა: 10-15, კუთხური: 10-6, თამაშგარე: 3-0, სეივი: 3-6
ასტონ ვილა – ჰალ სიტი 3:1 (3:1)
ბირემინგემი. “ვილა პარკი.” 37 182
ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ბერტრანი, ლაუტონი, კლარკი, ბეიკერი, დელფი, ვესტვუდი, ოლბრაიტონი (ელ აჰმადი 76), აგბონლაჰორი (ბოუვერი 23), ვაიმანი (ბაკუნა 81)
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
ჰალ სიტი: ჰარპერი, როსენიორი, ფიგეროა, დევისი, ჩესტერი (ბრიუსი 43), ჰადლსტოუნი, ელ მუჰამადი, მეილერი (ქუინი 46), ლივერმორი, ლონგი, იელავიჩი (საგბო 70)
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
გოლები: 1:0 ვესტვუდი (1), 1:1 ბოუვერი (28 საკუთარ კარში), 2:1, 3:1 ვაიმანი (41, 45+3)
გაფრთხილება არ ყოფილა
მსაჯი: მაიკ დინი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 9(4)-2(3), ჯარიმა: 10-5, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 0-1, სეივი: 1-6
მანჩესტერ იუნაიტედი – სანდერლენდი 0:1 (0:1)
მანჩესტერი. “ოლდ ტრეფორდი.” 75 347
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, ჯონსი, კერიკი, იანგი (უელბეკი 67), ფლეტჩერი, ნანი (იანუზაი 52), მატა (ვან პერსი 66), ერნანდესი
მწვრთნელი: რაიან გიგზი
სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში, ვერგინი, მარკოს ალონსო, ჯონსონი (ჯაკერინი 57), კატერმოლი, ლარსონი (ბრიდკუტი 74), კოლბექი, უიქემი (ალტიდორე 65), ბორინი
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
გოლი: 0:1 ლარსონი (30)
გაფრთხილება: კერიკი (26), ვიდიჩი (90+1); მარკოს ალონსო (31)
მსაჯი: ჰოვარდ უები
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 2(12)-1(6), ჯარიმა: 14-13, კუთხური: 8-0, თამაშგარე: 2-3, სეივი: 0:2
ნიუკასლი – კარდიფ სიტი 3:0 (1:0)
ნიუკასლი. “სენტ ჯეიმსიზ პარკი.” 50 239
ნიუკასლი: კრული, კოლოჩინი, დებიუში, უილიამსონი, დამეტი (ჰაიდარა 46), ტიოტე, სისოკო, ანიტა (ტეილორი 79), შოლა-ამეობი, რემი, გუფრანი (გოსლინგი 70)
მწვრთნელი: ალან პარდიუ
კარდიფ სიტი: მარშალი, ტერნერი, ფაბიო (ეიკრემი 86), კოლკერი, ჯონი, უითინგემი, მატჩი, გუნარსონი, ბო-კიუნგ კიმი (ბელამი 46), კემპბელი (ჯონსი 73), ზაჰა
მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი
გოლები: 1:0 შოლა ამეობი (18), 2:0 რემი (87), 3:0 ტეილორი (90+1)
გაფრთხილება: დებიუში (68)
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 5(7)-3(7), ჯარიმა: 8-6, კუთხური: 10-6, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-3
სტოკი – ფულემი 4:1 (1:0)
სტოკი. “ბრიტანია.” 27 429
სტოკი: ბეგოვიჩი, პეტერსი, უილსონი, კამერონი, მუნიესა, აირლენდი (ადამი 70), ველანი, ნ’ზონზი, ოდემვინგიე (უოლტერსი 78), არნაუტოვიჩი, ასაიდი (ეთერინგტონი 75)
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
ფულემი: სტოკდეილი, ჰეიტინგა, რიისე, ჰანგელანდი, ბერნი (მითროღლუ 58), დიარა (კასამი 74), სიდუელი, პარკერი, რიჩარდსონი, ჰოლტბი (დეჟაგა 34), ბენტი
მწვრთნელი: ფელიქს მაგათი
გოლები: 1:0 ოდემვინგიე (39), 2:0 არნაუტოვიჩი (54), 3:0 ასაიდი (73), 3:1 რიჩარდსონი (80), 4:1 უოლტერსი (82)
გაფრთხილება: პარკერი (65), დეჟაგა (75)
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 5(7)-1(1), ჯარიმა: 10-12, კუთხური: 3-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-4
სუონსი – საუთჰემპტონი 0:1 (0:0)
სუონსი. “ლიბერთი.” 20 682
სუონსი: ვორმი, ტიენდალი (ტეილორი 78), უილიამსი, ხორდი ამატი, დევისი, დე გუზმანი (დაიერი 66), რუტლიჯი, ბრიტონი, შელვი, პაბლო ერნანდესი (ემნესი 77), ბონი
მწვრთნელი: გარი მონკი
საუთჰემპტონი: ბორუცი, ჟოზე ფონტე, ლოვერნი, კლაინი, შოუ, დევისი, ლალანა (ლამბერტი 62), კორკი (რიდი 86), შნაიდერლინი, ვანაიამა, გალახერი (უარდ-პროუსი 78)
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლი: 0:1 ლამბერტი (90+3)
გაფრთხილება: ემნესი (82); ჟოზე ფონტე (59)
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 4(4)-3(5), ჯარიმა: 10-5, კუთხური: 3-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-3
ევერტონი – მანჩესტერ სიტი 2:3 (1:2)
ლივერპული. “გუდისონ პარკი.” 39 454
ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა (დელოფე 66), ბეინსი, კოულმენი, ალკარასი, სტროუნზი, ოსმანი (მაკგიდი 83) მაკარტი, ბარკლი, ნეისმიტი, ლუკაკუ
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
მანჩესტერ სიტი: ჰარტი, კომპანი, დემიკელისი, კლიში, საბალეტა, ნასრი (დავიდ სილვა 74), მილნერი, ხავი გარსია, იაია ტურე (კოლაროვი 66), აგუერო (ფერნანდინიო 28), ჯეკო
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: 1:0 ბარკლი (11), 1:1 აგუერო (22), 1:2, 1:3 ჯეკო (43, 48), 2:3 ლუკაკუ (65)
გაფრთხილება: ხავი გარსია (39), დემიკელისი (66), ჯეკო (83)
მსაჯი: ლი პრობერტი
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 2(5)-3(4), ჯარიმა: 3-9, კუთხური: 4-3, თამაშგარე: 3-0, სეივი: 3-2
მეგოლეები:
30 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
20 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)
19 – იაია ტურე (6, “მანჩესტერ სიტი”)
17 – უეინ რუნი (3, “მანჩესტერ იუნაიტედი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”)
16 – ვილფრიდ ბონი (4, “სუონსი”)