“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა მილანის “ინტერის” მეკარის – სამირ ჰანდანოვიჩის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ იტალიური მედიასაშუალებები იუწყებიან.
მანჩესტერელები მილანელებს სატრანსფერო წინადადებით სეზონის დასრულებისთანავე მიმართავენ. სავარაუდოდ, “სიტი” “ინტერს” 24 მილიონ ევროს შესთავაზებს. “ქალაქელები” ახალ მეკარეს ეძებენ, “ნერაძურის” კი, შეტევის ხაზის გაძლიერება სურს და თანხის ძიებაშია.
რამდენადაც ცნობილია, “ინტერი” “სიტის” ფორვარდ ედინ ჯეკოს უმიზნებს და არაა გამორიცხული, გარიგებაში ბოსნიელი ფორვარდიც ჩაერთოს.