ფეხბურთი

14:12 | 31.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” დანი ალვესში 15 მილიონს ჩადის

დიდია ალბათობა იმისა, რომ კატალონიის “ბარსელონას” მარჯვენაფლანგელმა დანი ალვესმა სეზონის ბოლოს “მანჩესტერ სიტის” მიაშუროს. ამის შესახებ The Sun-ი იუწყება.

“ქალაქელებს” 30 წლის ბრაზილიელის შეძენა დიდი ხანია სურთ. მანჩესტერელები მის სანაცვლოდ 15 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან. როგორც ირკვევა, “ბარსელონას” ეს თანხა აკმაყოფილებს და მისი გასხვისების წინააღმდეგი არაა.

ცნობისათვის, დანი ალვესს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 73 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 გოლის ავტორია.

 

0.129817