ფეხბურთი

17:13 | 16.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” არენის ტევადობის გაზრდას აპირებს

“მანჩესტერ სიტი საშინაო არენის “იტიჰადის” ტევადობის გაზრდას 2015 წლისთვის 60000 გულშემატკივრამდე აპირებს.

Manchester Evening News-ი ექსკლუზიურად იუწყება, რომ “სიტის” მეპატრონეები სამხრეთ ტრიბუნაზე მესამე იარუსის დაშენებას აპირებენ, რაც დამატებითი 6000 ადგილი იქნება, იმ 54000-თან ერთად, რომელიც ამჟამად “იტიჰადზეა”.

დანახარჯები ამ პროექტზე, რომლის შემდეგ, “ეტიჰადი” “ოლდ ტრაფორდისა” და “ემიერეითსის” შემდეგ, ინგლისში სიდიდით მე-3 საკლუბო სტადიონი გახდება, 50 მილიონ გირვანქას შეადგენს.

ახალი ადგილების უმეტეს ნაწილზე კლუბი სეზონურ აბონემენტს გაყიდის, რომელთა ფასი 300 გირვანქას არ აღემატება. სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის იანვარში დაიწყება. მომავალში ჩრდილოეთ ტრიბუნის ანალოგიურად გაზრდა იგეგმება.

“სიტის” მეპატრონეებმა ასეთი ნაბიჯი სტადიონზე დასწრების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდის გამო გადაწყვიტეს – გუნდის საშინაო თამაშებზე ყველა ბილეთი გაიყიდა ერთის გარდა.


 

თეგები“სიტი”
0.125561