კატალონიური “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “მანჩესტერ სიტიდან” თავდამსხმელ სერხიო აგუეროს შეძენას ეცდება.
sport.es-ის ცნობით, ინგლისელები 25 წლის არგენტინელს ესპანეთში მხოლოდ 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებენ.
აგუერო კატალონიელთა ლიდერ ლიონელ მესის ახლო მეგობარია და მას სურს, რომ ის “ბარსელონაში” იხილოს. 2011 წელს “სიტიმ” აგუერო მადრიდის “ატლეტიკოდან” 40 მილიონ ევროდ შეიძინა.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში არგენტინელმა 17 გოლი გაიტანა.







