ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ სიტი” კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავ ლიონელ მესის ძალზე სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს. El Confidential-ის ცნობით, “ქალაქელებს” კატალონიელთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებაც შეუძლიათ.
26 წლის არგენტინელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროა და ინგლისელები მის გადასახდელად მზად არიან. წლიური ხელფასის სახით, “სიტის” ხელმძღვანელობა მესის 25 მილიონ ევროს სთავაზობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მესი “ბარსელონასთან” კონტრაქტის პირობებით არცთუ კმაყოფილია. გარდა ამისა, არგენტინელს არც ესპანეთში არსებული საგადასახადო სისტემა მოსწონს და არაა გამორიცხული, ინგლისში გადასვლა მოისურვოს.