იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, ფლორენციის “ფიორენტინას” ახალწვეულის, მომო სისოკოს დებიუტი “ინტერთან” გასამართ დაპირისპირებაში შედგება.
28 წლის სისოკო, პსჟ-დან “ფიორენტინაში”, არენდის წესით, იანვარში გადავიდა. მალელი საყრდენი ნახევარმცველის ფლორენციელთა შემადგენლობაში დებიუტი იმის გამო გადაიდო, რომ ის აფრიკის თასზე თამაშობდა.
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვინჩენცო მონტელამ სისოკო “ინტერთან” გასამართი დაპირისპირების განაცხადში შეიყვანა და შესაძლოა, კვირას, ის მოედანზეც ვიხილოთ.