ფრანგულმა გრანდმა პსჟ-მ მალელი ნახევარმცველი მოჰამედ სისოკო, რომელიც გუნდის მთავარი მწვრთნელის გეგმებში არ ჯდებოდა, ყოველგვარი ვალდებულებებისგან გაათავისუფლა.
პარიზული კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა, რომლის კონტრაქტსაც ვადა ერთი წლის შემდეგ ეწურებოდა, ახლა თავისუფალი აგენტია.
სისოკოს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის არანაირი შანსი არ ჰქონდა და ამიტომ, მხარეები კონტრაქტის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ახლა მომო ახალი გუნდის მოძებნას დამოუკიდებლად შეეცდება და მის მსურველ კლუბს საკომპენსაციო თანხა გადასახდელი არ ექნება.