ფინეთის ჩემპიონატში ირაკლი სირბილაძემ გაიტანა, კერძოდ, "ინტერის" ფორვარდმა კუპს-თან გასვლითი შეხვედრის 87-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში და გუნდს ქულა მოუტანა - 1:1. ეს სირბილაძის მესამე გოლია სეზონში, "ინტერი" კი მეხუთე პოზიციაზეა.
ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" სერია A-ში გადასვლის საკითხი გაირთულა. ემპოლელებმა ფლეი ოფის ფინალის პირველ შეხვედრაში შინ ვერ მოუგეს "ლივორნოს" (1:1) და 2 ივნისს სტუმრად ელით მძიმე მატჩი. მჭედლიძე 83-ე წუთზე შევიდა მინდორზე.