ფინეთის ლიგის თასის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში, ტურკუს “ინტერის” თავდამსხმელმა ირაკლი სირბილაძემ თავი გამოიჩინა.
“ინტერმა” სტუმრად “ტურუნ პოლოსეურა” 4:2 დაამარცხა, ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა სრულად ითამაშა და 85-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გარდა ამისა, მან საგოლე პასი მიითვალა. მე-16 წუთზე, სოლომონ დუამ ანგარიში სწორედ ქართველის ასისტენტობის შემდეგ გახსნა. ტურკუელები A ჯგუფს, სადაც “ტურუნ პოლოსეურასთან” და “მარიეჰამნთან” ერთად გამოდიან, 6 ქულით ლიდერობენ.
საფრანგეთის ნაციონალ ლიგის (მე-3 ლიგა) მე-19 ტურში, “ლუზენაკმა”, სადაც ამირან სანაია თამაშობს, საკუთარ მოედანზე “პუარე-სურ-ვიესთან” 0:1 წააგო. ქართველმა მარცხენა მცველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “ლუზენაკს”, რომელსაც ლიგა 2-ში დაწინაურება უნდა, 38 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა.
სამხრეთ აფრიკის PSL-ის (უმაღლესი ლიგა) მე-17 ტურში “მოროკა სვალოუვსმა” შინ “კაიზერ ჩიფსთან” 0:2 წააგო. გიორგი ნერგაძე მასპინძელთა სასტარტოში იმყოფებოდა და 56-ე წუთზე შეცვალეს. “მოროკას” 26 ქულა აქვს და 16 გუნდში მეექვსეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა დარჩენა წამოდი მანჩესტერში ამას დებილი ხო არ უჭამია
კი მარა რანაირი ფრანგია?
როგორიც მთელი ნაკრები ისეთი ფრანგია
:დ
ეს ძალიან კარგი მცველი არი