ფეხბურთი

10:06 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძემ დუბლი შეასრულა, რუსეთში რამდენიმე ქართველმა დაისვენა

 

ტურკუს "ინტერის" ქართველმა ფორვარდმა ირაკლი სირბილაძემ დუბლი შეასრულა "ვაასანთან" გასვლით მატჩში. "ინტერმა" 2:1 გაიმარჯვა, ქართველმა კი გოლები პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში შეაგდო – არადა, მანამდე "ვაასანი" იგებდა. 17 ტურის შემდეგ, "ინტერი" მე-9 ადგილზეა. სირბილაძეს კი სეზონში 5 გოლი დაუგროვდა. 

რუსეთის I დივიზიონი დაიწყო და დიდი ანგარიშით, 3:0 იმარჯვა აკაკი ხუბუტიას "მორდოვიამ". სარანსკელებმა შინ 3:0 სძლიეს დავით სირაძის ნალჩიკის "სპარტაკს". ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.

ვალდას ივანაუსკასის გაწვრთნილმა "სკა-ენერგიამ" შინ ვერ მოუგო "სალიუტს" – 0:0. მასპინძელთაგან შეუცვლელად გაისარჯა გიორგი ნავალოვსკი, ხოლო გოგიტა გოგუა განაცხადში არ ყოფილა. მიზეზი ისაა, რომ "სკა-ენერგიას", ახალი ფეხბურთელების განაცხადში შეყვანა დროებით აკრძალული აქვს.

იმავე მიზეზით არ იყვნენ "ალანიას" შემადგენლობაში ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა. ვლადიკავკაზელებმა "უფასთან" გასვლაზე 1:2 წააგეს.

ორენბურგის "გაზოვიკმა" შინ 1:0 აჯობა "ლუჩ-ენერგიას". გამარჯვებულთაგან 90 წუთი გაატარა მინდორზე ექს-დილელმა ზურაბ არზიანმა.

მინაწერი – 

თეგი: –  – -  

0.12925