კვიპროსზე მიმდინარე რუსეთის ფეხბურთის ნაციონალური ლიგის თასის გათამაშებაზე ჯგუფური ეტაპი დამთავრდა. დღეს, “ბ” ჯგუფში, დავით სირაძის “სპარტაკ-ნალჩიკმა” ნოვოსიბირსკის “სიბირთან” ფრედ, 0:0 ითამაშა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და 19 თებერვალს, მესამე ადგილისთვის მატჩში, კალინინგრადის “ბალტიკას” შეხვდება. სირაძე მინდორზე მე-60 წუთზე გამოჩნდა და თავი არაფრით გამოუჩენია. თუმცა, ჩვენი რუსი კოლეგების ცნობით, თამაში ერთობ მოსაწყენი და უფერული ყოფილა.
“ქართველების” “სკა-ენერგიას” შესახებ კი, “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა. გიორგი დარასელიას შეგირდებმა, “ა” ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და 18 თებერვალს, მე-5 ადგილისთვის მატჩში ვოლგოგრადის “როტორს” შეხვდებიან.