ნალჩიკის “სპარტაკის” თავდამსხმელმა დავით სირაძემ ინტერნეტგამოცემა onedivision.ru-სთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის პირველი დივიზიონის მე-14 ტურში, ვოლგოგრადის “როტორთან” მატჩში მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს.
- “როტორთან” მატჩი პრინციპულ ხასიათს ატარებს. პირველ ყოვლისა, ქულები აუცილებლად გჭირდებათ, გარდა ამისა, რაც არ უნდა იყოს სამხრეთული დერბია...
- თავად ვიცით, რომ გუნდს გამარჯვება და ქულების დაგროვება სჭირდება, რათა ყველას თავდაჯერება გაუჩნდეს. “როტორთან” მატჩში ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა, ხოლო სხვა შედეგი ჩვენთვის მიუღებელია.
- გუნდის წარუმატებელი თამაშის მიზეზად რას მიიჩნევთ? შარშან დაკავებული მე-3 ადგილის შემდეგ, დღესდღეობით მე-17 პოზიციაზე ხართ...
- ჩვენი ფეხბურთელები მოედანზე გადიან, თამაშობენ, ინდომებენ, თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებენ, მაგრამ შედეგით ვერ დავიტრაბახებთ. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება. უბრალოდ, მოედანზე უნდა გავიდეთ და მოვიგოთ. შარშან უფრო ადვილი იყო, როდესაც სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ვიმყოფებოდით. ახლა, ცხრილის ფსკერიდან თავის დაღწევა გაცილებით რთულია. ყველა იმედოვნებს, რომ ეს დროებითი მოვლენაა.