ფეხბურთი

15:13 | 26.03.2013 | ნანახია 528 - ჯერ

სირაძემ “პეტროტრესტთან” მოიგო

რუსეთის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (პირველი ლიგა) 25-ე ტურში, ნალჩიკის “სპარტაკმა”, სადაც ფორვარდი დავით სირაძე და ნახევარმცველი გუჯა რუხაია გამოდიან, სანკტ-პეტერბურგის “პეტროტრესტს” სტუმრად 2:0 მოუგო.

ქართველი ფეხბურთელები “სპარტაკის” სასტარტო შემადგენლობაში არ იყვნენ, სირაძე თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო რუხაიას მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ტრავმის მორჩენის შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა. ნალჩიკელებს 38 ქულა აქვთ და 17 გუნდს შორის მე-5 ადგილზე იმყოფებიან.

ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკმა”, რომელშიც მერაბ ურიდია ირჯება, საკუთარ მოედანზე “სიბირთან” 0:1 წააგო. ურიდიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი გუნდი მე-8 ადგილზე იმყოფება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:08 | 27.03.2013
ggg (126)

მენგრელ შე ქინძო , რა უნდა მოგწერო კლავიატურას ამოფარებული ქინძი ხარ თფუი შენი..... მივქინძე

16:03 | 26.03.2013
largo (1)

me shen dagakleveb mengrel momcere sheni nomeri teleponis

15:59 | 26.03.2013
mengrel (328)

და/ყ/ლ/ე/ვ/დ/ა სირაძე მაგრად

0.118982