ფეხბურთი

23:10 | 13.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სირაძემ გაიტანა, თუმცა ბევრი ქართველი მინდორს მიღმაა

უკრაინული პრემიერლიგა ქართველთა გუნდებმა წარმატებით დაიწყეს: "დნიპრომ" შინ 3:0 სძლია კიევის "არსენალს". უჩა ლობჟანიძე და სანდრო კობახიძე განაცხადს მიღმა იყვნენ, ჯაბა კანკავამ კი შეუცვლელად ითამაშა.

მარიუპოლის "ილიჩივეცმა" გასვლაზე 1:0 მოუგო ზაპოროჟიეს "მეტალურგს". თორნიკე ოქრიაშვილი 61-ე წუთზე შევიდა მინდორზე, ხოლო დავით თარგამაძე - 84-ეზე. იმედია, საქართველოს ნაკრებს შემტევებს სეზონის განმავლობაში მეტი დრო დაეთმობათ.

რუსეთის I დივიზიონის მეორე ტურში აკაკი ხუბუტიას "მორდოვიამ" შინ 4:1 სძლია სანკტ-პეტერბურგის "დინამოს". ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი 6 ქულით ლიდერობს ჩემპიონატს. '

ნალჩიკის "სპარტაკმაც" იმარჯვა (2:1), კერძოდ, შინ 2:0 აჯობა "ნეფტეხიმიკს". ერთი გოლი დავით სირაძემ გაიტანა - მე-18 წუთზე 2:0 გახადა ანგარიში. "ნეფტეხიმიკიდან" შეუცვლელად გაისარჯა მერაბ ურიდია. ნალჩიკელთაგან კი, სირაძემ 80 წუთი ითამაშა, ხოლო გუჯა რუხაია 70-ე წუთზე შევიდა მინდორზე.

ვალდას ივანაუსკასის "სკა-ენერგიამ" გასვლაზე 2:1 მოუგო "როტორს". სტუმართაგან შეუცვლელად ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ, ხოლო გოგიტა გოგუა განაცხადში არ იყო. საქმე ისაა, რომ "სკა-ენერგიას" ახალი ფეხბურთელების განაცხადში შეყვანა დროებით აკრძალული აქვს.

ორენბურგის "გაზოვიკმა" ზურაბ არზიანის გარეშე, 1;1 ითამაშა გასვლაზე "სალიუტთან".

0.117206