ფეხბურთი

21:16 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სირაძემ დუბლი გააკეთა, ამისულაშვილი პრემიერლიგაში დარჩა

რუსული პრემიერლიგის პლეი ოფში ალექსანდრე ამისულაშვილის "კრილიამ" გასვლაზეც სძლია ნალჩიკის "სპარტაკს". საშინაო 2:0-ის შემდეგ, სამარელებმა ყაბარდო-ბალყარეთში 5:2 მოიგეს. ნალჩიკელთაგან ორივე გოლი დავით სირაძემ გაიტანა, თუმცა 86-ე და 90-ე წუთებზე. 

სირაძემ და ამისულაშვილმაც შეუცვლელად ითამაშეს. ამისულაშვილმა მატჩის დასაწყისში გაფრთხილება მიიღო - სწორედ ქართველ ფორვარდს ეუხეშა.

მოკლედ, "კრილიამ" საერთო ჯამში 7:2 იმარჯვა და პრემიერლიგაში დარჩა.


0.143228