ფეხბურთი

15:39 | 19.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

სირაძე და რუხაძე მე-3 ადგილს ვერ შესწვდნენ

ნალჩიკის “სპარტაკი”, სადაც დავით სირაძე და გუჯა რუხაია გამოდიან, რუსეთის ნაციონალური ლიგის თასზე მე-3 ადგილისთვის მატჩში კალინინგრადის “ბალტიკასთან” 1:2 დამარცხდა.
კალინინგრადელებთან შეხვედრაში რუხაია 18-კაციან განაცხადში არ იყო. რაც შეეხება სირაძეს, ქართველი თავდამსხმელი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.
ნალჩიკელებმა ანგარიში 42-ე წუთზე გახსნეს, ხოლო “ბალტიკამ” თანაფარდობა 62-ე წუთზე აღადგინა. 90-ე წუთზე, “სპარტაკის” კარში დანიშნული პენალტი “ბალტიკამ” გოლად გარდასახა.

თეგებისირაძე
0.115971